Description
ომილი სპრეი ამსუბუქებს გაციებით, გრიპით, ხველითა და ტონზილიტით გამოწვეულ ყელის ტკივილის შემაწუხებელ სიმპტომებს. ატენიანებს ლორწოვან გარსს. გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
შემადგენლობა: ექინაციის ექსტრაქტი 5 მგ, თიმის ექსტრაქტი 4 მგ, აცეროლას ექსტრაქტი 4 მგ, ლაკრიცის ექსტრაქტი 4 მგ, მოცვის ექსტრაქტი 4 მგ, შტოშის ექსტრაქტი 2.5 მგ, პროპოლისის ექსტრაქტი 2 მგ, ნატრიუმის ჰიალურონატი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, დეიონიზირებული წყალი, ფორთოხლის არომატიზატორი, სტევია.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ექინაციის ექსტრაქტი წარმოადგენს იმუნომოდულატორს, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და ეხმარება ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეფექტურია გაციებისა და გრიპის დროს.
თიმის ექსტრაქტი წარმოადგენს ანტისეპტიკურ და ამოსახველებელ საშუალებას. ეფექტურია ხველისა და ბრონქიტის დროს.
აცეროლას ექსტრაქტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან.
ლაკრიცის ექსტრაქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება ხველის დროს. იცავს პირის ღრუს ლორწოვან გარსებს.
მოცვის ექსტრაქტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, უზრუნველყოფს უჯრედის რეგენერაციას და ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შტოშის ექსტრაქტი მდიდარია C ვიტამინითა და ფლავონოიდებით. გააჩნია ანთებისსა წინააღმდეგო მოქმედება.
პროპოლისი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელსაც ასევე გააჩნია ანტივირუსული დ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ეფექტურია ყელის ტკივილისა და პირის ღრუს
ინფექციების დროს.
ნატრიუმის ჰიალურონატი ატენიანებს ლორწოვან გარსს და იცავს მას დაზიანებისგან, იცავს ყელის ლორწოვანს და პირის ღრუს გამოშრობისგან.
გლიცერინი წარმოადგენს ლორწოვანის დამარბილებელ საშუალებას, უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების თანაბარ განაწილებას.
მიღების წესი და დოზირება
1- 12 წელი: 2 შესხურება 3-ჯერ დღეში;
მოზრდილებში: 4 შესხურება 3-ჯერ დღეში.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
პროდუქტი შეინახეთ 15-25°C ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი კომპანია: ADELPHARMA İLAÇ LTD. ŞTİ, თურქეთი
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ჰერბალ რელიფ ჯორჯია




Reviews
There are no reviews yet.