Description
ფლუკალ სმაილი ერთდროულად იცავს და აძლიერებს როგორც კბილებს, ისე ძვლებს, ამცირებს კარიესის რისკს და ეხმარება ბავშვს ჯანმრთელი ღიმილისა და ძლიერი ჩონჩხის ფორმირებაში. მისი შემადგენლობა შერჩეულია ისე, რომ ბავშვების ორგანიზმს მისცეს საჭირო მინერალები ზრდისა და სწორი განვითარებისთვის. რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებასაც, რადგან ძლიერი ძვლები და ჯანსაღი კბილები საერთო ჯანმრთელობის საფუძველია.
შემადგენლობა: 1 გამოფრქვევაში კალციუმის კარბონატი 5 მგ, ნატრიუმის ფტორიდი 1,65 მგ, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ქსილიტოლი, დეიონიზირებული წყალი.
კალციუმი და ფტორი – ბავშვის ჯანმრთელი ღიმილისთვის
კალციუმის როლი ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებაში
კალციუმი აუცილებელი მინერალია ბავშვთა ასაკში ძლიერი და ჯანსაღი ძვლების ჩამოყალიბებისთვის. მზარდი სხეული საჭიროებს კალციუმს ძვლოვანი სისტემის ზრდა-განვითარებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ძვლების დეფორმაცია და სუსტი ჩონჩხი.
კალციუმის როლი კბილების განვითარებასა და მინანქარის დაცვაში
კბილების ძირითადი სტრუქტურის, მინანქრისა და დენტინის, განვითარება კალციუმზეა დამოკიდებული. ბავშვის ორგანიზმში საკმარისი კალციუმის არსებობა უზრუნველყოფს კბილების სწორად და დროულად ამოსვლას, აძლიერებს მინანქარს, იცავს კარიესისგან და ხელს უწყობს კბილების სწორ განვითარებას.
ფტორის როლი კარიესის პრევენციასა და რემინერალიზაციაში
ფტორი აძლიერებს კბილის მინანქარს, ქმნის “ბუნებრივ ჯავშანს” და ხდის მას მეტად მდგრადს მჟავებისა და ბაქტერიების მიმართ. ფტორი ასევე მონაწილეობს რემინერალიზაციის პროცესში, რის გამოც აღადგენს დაზიანებულ მინანქარს. ფტორს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, ის აფერხებს ბაქტერიების აქტივობას და ამ გზით იცავს კბილებს კარიესისგან.
მიღების წესი და დოზირება
6 თვე – 2 წელი: 1 შესხურება დღეში;
2 – 4 წელი: 2 შესხურება დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ექიმის რეკომენდაციაზე.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. შეინახეთ 15-25C ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისია გახსნიდან 6 თვე.
მწარმოებელი კომპანია: ADELPHARMA İLAÇ LTD. ŞTİ, თურქეთი
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ჰერბალ რელიფ ჯორჯია




Reviews
There are no reviews yet.