Description
გრიფოტონის სიროფი წარმოადგენს მცენარეულ საშუალებას გრიპის, გაცივებისა და მისი თანმხლები სიმპტომების სურდოს, ხველის, ყელის ტკივილის და გრიპოზული მდგომარეობის
საწინააღმდეგოდ. გააჩნია იმუნომასტიმულირებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედება. ხსნის ყელის ტკივილს, ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას
და გამონადენს, ეფექტურია როგორც მშრალი ასევე პროდუქტიული ხველის დროს. ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ამოხველებას.
შემადგენლობა: კატის ბრჭყალის ექსტრაქტი 15 მგ, პროპოლისი 12 მგ, ალთეს ექსტრაქტი 8 მგ, ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი 8 მგ, თიმის ექსტრაქტი 8 მგ, წაბლის ექსტრაქტი 8 მგ, ძირტკბილას ექსტრაქტი 8 მგ, ექინაციის ექსტრაქტი 4 მგ, შტოშის ექსტრაქტი 2.5 მგ, დროზერას ექსტრაქტი 1.35 მგ, რესვერატროლი 0.45 მგ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
კატის ბრჭყალის ექსტრაქტს გააჩნია იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ააქტიურებს T-ლიმფოციტებსა და მაკროფაგებს, ეფექტურია ვირუსული ინფექციების დროს.
პროპოლისი ბუნებრივი ანტიბიოტიკია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსს. ეფექტურია ყელის ტკივილისა და პირის ღრუს ინფექციების დროს.
ალთეს ექსტრაქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს ლორწოვანის ანთებას და ახდენს მის რეგენერაციას. არბილებს მკვრივ ნადებებს პირის ღრუში. ეფექტურია ყელის ტკივილსა და ხველის დროს.
ისლანდიური ხავსის ექსტრატს გააჩნია ანტიმიკრობული (განსაკუთრებით Streptococcus და Staphylococcus სახეობების მიმართ), ანთებისსაწინააღმდეგო და ადგილობრივი იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. უზრუნველყოფს სასუნთქი გზების ლორწოვანის დატენიანებას, ამცირებს ანთებას და ახდენს ხველის კუპირებას.
თიმის ექსტრაქტი ამოსახველებელი საშუალებაა ანტიბაქტერიული და ანთებისსაწინააღმ დეგო მოქმედებით.
წაბლის ექსტრაქტი ამშვიდებს ხველას, ეფექტურია ბრონქიტის დროს.
ძირტკბილას ექსტრაქტი ამცირებს ანთებას, ამშვიდებს ლორწოვან გარსს და ამცირებს ხველას.
ექინაციის ექსტრაქტი იმუნომოდულატორია, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს. გააჩნია ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ეფექტურია გაციებისა და გრიპის დროს.
შტოშის ექსტრაქტი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, მდიდარი ანტიოქსიდანტებით, C და B ჯგუფის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით კალიუმი, იოდი, მაგნიუმი. საუკეთესო საშუალებაა მაღალი ტემპერატურის, გაციების, ანგინისა და ბრონქიტის დროს.
დროზერას ექსტრაქტი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ, ხველების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზურ საშუალებას. ეფექტურია მშრალი ხველის დროს, თრგუნავს ხველის რეფლექსს.
რესვერატროლი ძლიერი ანტიოქსიდანტია. იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან.
მიღების წესი და დოზირება
6 თვე – 1 წელი: 2.5 მლ 2-ჯერ დღეში (რეკომენდებულია
წყალში გაზავება)
1 – 3 წელი: 5 მლ 2 – ჯერ დღეში
3 – 6 წელი: 7.5 მლ 2 – ჯერ დღეში
6 – 12 წელი: 10 მლ 2 – ჯერ დღეში
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტებზე.
გაფრთხილება: შეინახეთ 15-25°C ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისია გახსნიდან 3 თვე.
მწარმოებელი კომპანია: ADELPHARMA İLAÇ LTD. ŞTİ, თურქეთი
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ჰერბალ რელიფ ჯორჯია“




Reviews
There are no reviews yet.