ომეგა 3-ზე, ვიტამინებსა და მინერალებზე დაფუძნებული სიროფი ბავშვებისთვის.

  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • ზრდის ბავშვის ფიზიკურ შესაძლებლობებს
  • აუმჯობესებს მესხიერებას და სწავლის პროცესს
  • ამცირებს ემოციურ დაღლილობას
  • ეფექტურია თვალის დაავადებების დროს

მარწყვის არომატით, შაქრის გარეშე

შემადგენლობა: DHA, B6, B12, B3, Zinc

გამოშვების ფორმა: 150 მლ ფლაკონი

Category:
Description

ვიტატონ ომეგა წარმოადგენს ცხიმოვანი მჟავების,ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს იმუნური სტატუსის გაძლიერებას, ენერგიის დონის ამაღლებას და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეფექტურია ნერვული სისტემის, მხედველობის ორგანოების, ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. მასში შემავალი კომპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. ვიტატონ ომეგა ზრდის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დასწავლის პროცესს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ეფექტურია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენის, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის, მეხსიერების დაქვეითების და ემოციური ლაბილობის დროს. რეკომენდებულია თვალის დაავადებებისას (მიოპია, ჰემერალოპია, კონტაქტური ლინზების ტარება).

შემადგენლობა: ვიტატონი ომეგას ყოველი 5 მლ შეიცავს EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) 315 მგ, DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) 210 მგ, L არგინინი 200 მგ, D ბიოტინი 50 მგ, ვიტამინი C 50 მგ, ვიტამინი B3 38 მგ, სპილენძი 20 მგ, ვიტამინი E 6.5 მგ, თუთიის სულფატი 5 მგ, რკინის გლუკონატი 5 მგ, კოენზიმი 2 მგ, ვიტამინი B5 1.75 მგ, ვიტამინი B1 1.32 გრ, ვიტამინი B6 1.31მგ, ვიტამინი B2 1.07მგ, ვიტამინი A 0,32 მგ, ფოლის მჟავა 0.2 მგ, ქრომის პიკონილატი 0.11 მგ, ნატრიუმის სელენიტი 0.06 მგ, ვიტამინი B12 0.02 მგ, ვიტამინი D 0.002 მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

EPA და DHA წარმოადგენს თავის ტვინის, თვალისა და ნერვული სისტემის მემბრანების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომელიც აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას და
ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციისა და მხედველობის გაუმჯობესებას.

L-არგინინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. აუმჯობესებს კანს, თმასა და ფრჩხილებს.
ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკა ლებისგან და ხელს უშლის უჯრედული მემბრანების, ცილებისა და დნმ-ის დაზიანებას.

ვიტამინები B1 B6 B12 უზრუნველყოფენ ნეიროტრანსმიტერების სინთეზსს (GABA, სეროტონინი, დოფამინი), იცავენ ნერვულ უჯრედებს დემიელინიზაციისგან, ეფექტურია
გაღიზიანებისა და უძილობის დროს.

ვიტამინები B1 B2 B3 B5 მონაწილეობენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, მეტაბოლიზმში და უზრუნველყოფენ ატფ-ის სინთეზს.

ფოლის მჟავა და B12 აუცილებელია ერითროციტების სინთეზისთვის.

მიღების წესი და დოზირება

7 წლამდე – 5მლ დღეში.

7 წლიდან – 10 მლ დღეში.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

შეინახეთ 15-25°C ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისია გახსნიდან 3 თვე.

მწარმოებელი კომპანია: ADELPHARMA İLAÇ LTD. ŞTİ, თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ჰერბალ რელიფ ჯორჯია”

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ვიტატონი ომეგა”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *